გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნიკა გვარამია უკრაინელებმა შავ სიაში შეიყვანეს

16-01-2018

უკრაინულმა საიტმა „მშვიდობისმყოფელი" (Миротворца) „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბაზაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საიტი facebook-ზე ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ გვარამია ბაზაში შეიყვანეს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ღონისძიებების გატარებისთვის, რომლის მიზანიც უკრაინული სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა იყო, ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.

 

„რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა პეტრე პოროშენკოს წერილების ასლი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს ატყობინებდა, რომ პოროშენკო დაკავებულია რუსეთისთვის სასარგებლო მსხვილი ინვესტიციების მოძიებით და არ აპირებს მათ წინააღმდეგ წასვლას.

 

მოგვიანებით პოროშენკოს ადმინისტრაციამ უარყო მსგავსი წერილების არსებობის ფაქტი და გაყალბების საცოდავ მცდელობად შეაფასა.


reportiori.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728