გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას

13-09-2024

რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, თუ გინდა, რომ იყო მიუკერძოებელი დამკვირვებელი, მაშინ მიკერძოება საერთოდ არ უნდა აჩვენო.


„რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას, არავითარი ფასი არ აქვს. როდესაც კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, როცა არის სრული უსამართლობა, რა თქმა უნდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930