13-09-2024
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 733 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 93598.05 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.