გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„პინკ ფლოიდის“ წევრი როჯერ უოტერსი: უკრაინა არ არის დემოკრატიული და აუტანლად კორუმპირებული ქვეყანაა

13-09-2024

როგორც ვიცით, უკრაინა ოდნავადაც კი არ არის დემოკრატიული და აუტანლად კორუმპირებული (ქვეყანაა), - ამის შესახებ Pink Floyd-ის წევრმა, ბრიტანელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა რუსულ მედია „რია“-ს განუცხადა.


უოტერსის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ოპოზიციური პარტია გაანადგურა, გარდა ამისა, უკრაინაში დემოკრატია აღარ არის რაც მაიდანის გადატრიალება მოხდა, რომელიც აშშ-მა დააფინანსა.


„ზელენსკიმ ჩანასახშივე გაანადგურა ყველა ოპოზიციური პარტია. იქ არ არის დემოკრატია 2014 წლის მაიდანის გადატრიალების შემდეგ, რომელიც დასავლეთის შთაგონებით და აშშ-ის დაფინანსებით მოხდა“, - განაცხადა როჯერ უოტერსმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რიგითი უკრაინელების სიცოცხლე არ აინტერესებს აშშ-ის ხელისუფლებას და განმარტა, რომ „ამერიკის იმპერია“ სხვა ქვეყნებში მხოლოდ მისი პლუტოკრატიული გაბატონებული კლასის გამდიდრებას ცდილობს.


„მას [აშშ-ს] არ აინტერესებს ადამიანების სიცოცხლე სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა“ - აღნიშნა უოტერსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930