15-10-2018
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმირჩილა და ხეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძღოლი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ,,გამოძახებისას ადგილზე დაგვხვდა ცეცხლმოკიდებული მსუბუქი ავტომანქანა. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ცეცხლის ლიკვიდირება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - განუცხადა ჟურნალისტებს მეხანძრე-მაშველმა გრიგოლ არჩილიამ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
16-11-2024
16-11-2024