15-09-2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ვირსალაძის ქუჩა N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია ახალი სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, ასევე სკვერის პროექტს გაეცნო მოსახლეობა.
„პროექტის ფარგლებში, ადგილზე გათვალისწინებულია ბილიკების, საბავშვო გასართობი მოედნის, მწვანე ღობისა და განათების სისტემის მოწყობა. დაგეგმილი სამუშაოები 1750 კვადრატულ მეტრზე განხორციელდება,“- განაცხადა დავით კაჭარავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი - ლევან ჯაფარიძე კრწანისის რაიონის გამგებელი - ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე- საბა პატაშური.