15-09-2024
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ხვდება.
დავით კოდუა დღეს ახალაბასთუმანში იმყოფებოდა. აღნიშნულ სოფელში მთავარ პრობლემას ცენტრალური გზა წარმოადგენდა, რაც ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოგვარდა.
„დღის ბოლოს სოფელ ახალაბასთუმანის სამ უბანში შეხვედრები გავმართეთ. ამ სოფელში მთავარ პრობლემას ცენტრალური გზა წარმოადგენდა, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვაგვარეთ, მოვახდინეთ გაზიფიცირება, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლას. გადასაჭრელი გვაქვს საბავშვო ბაღის, შიდა გზების ნაწილის და წყალმომარაგების ცენტრალური ქსელის მოწყობის საჭიროებები, რასაც ეტაპობრივად, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოვახდენთ.
ამ სოფელში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, მათ შორის თეიმურაზ თოლორაია, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და მესამე კურსზე სწავლობს. თემო ზუგდიდის მერიის სტიპენდიატია. ის არამარტო ზუგდიდის არამედ მთელი საქართველოს სიამაყეა. ახალგაზრდების წარმატება განსაკუთრებულად მახარებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება" - აღნიშნავს კოდუა.