გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშეები მონაწილეობდნენ სააკაშვილის პიარ-კამპანიაში, სახელწოდებით „ბოდიში“, რაც „ნაცმოძრაობის“ ორსახოვან ბუნებას აჩვენებს

16-09-2024

ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და ლაშა ბაქრაძე არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარ / კამპანიაში, სახელწოდებით „ბოდიში“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობა” თავის დროზე აფხაზებს ბოდიშს უხდიდა, ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშისა და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამის ღალატად წარმოჩენა სურთ, რაც რადიკალების ორსახოვან ბუნებას კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს.


„ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და ლაშა ბაქრაძე არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარ / კამპანიაში, სახელწოდებით „ბოდიში“. კამპანიის მიზანი იყო აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა და ამ ფორმით შერიგების გზების ძიება. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ ორსახოვან ბუნებას. თავად აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, ახლა კი, როცა მათ დაწყებულ და აღიარებულ ომზე ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშის და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამ საქციელისათვის ღალატის დარქმევა სცადეს. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ამ ორმაგი სტანდარტისთვისაც დასრულდებით 26 ოქტომბერს, ნაცებო”, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930