გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ხობში ძველ ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები აღმოაჩინეს

15-10-2018

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,მაჩხომერის ციხის"" ტერიტორიაზე ძველ ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადი "ათინათს" მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა გოგიტა ჩიტაია უთხრა.


მისვე თქმით, ფილები ხობის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს ნახეს და ის შესწავლის მიზნით თბილისშია გადაგზავნილი.  ჩიტაია ამბობს, რომ წარწერები ადრებიზანტიური ხანით, V-VI საუკუნეებით თარიღდება და ის შესაძლოა რელიგიური შინაარსის იყოს.

 

"მას ახლა ბერძნული ენის სპეციალისტები სწავლობენ. ძალიან საინტერესოა, თუ რა წერია ზედ. შეიძლება ეს რელიგიური ხასიათის წარწერა იყოს. ეტყობა აქ წირვა-ლოცვა ბერძნულად მიმდინარეობდა", - თქვა ჩიტაიამ.

 

ხობის მერიაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ამ ტექსტებმა მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ადრექრისტიანული ხანის ისტორიაში.




radioatinati.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031