გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე ზურაბიშვილის მოწოდებაზე: რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ? რა სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს, თვალთხარიას ეძახდნენ და ახლა ერთიანდებიან

17-09-2024

არანაირ „ენჯეოს“ ისინი არ წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ მხარეს, აგენტურას, ჯაშუშები არიან ჩვეულებრივი, ერთად მოქმედებენ და მერე რაღაცებს იპრანჭებიან კამერების წინ, როგორც იპრანჭებოდნენ დღემდე ხაზარაძე და გახარია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ გააკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ, ისევე, როგორც ამას აკეთებენ მათი პარტნიორი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან.


„როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს „თვალთხარიას“ და მოღალატეს, რომ ეძახდით და გაგაერთიანონ. გულწრფელად მეცოდებიან.


გახარიას შანსი არ ჰქონდა გადალახვის, ხაზარაძე ეპოტინებოდა ბარიერს და იმისთვის, რომ გარანტია მისცენ, ახლა ეძახიან და ავალებენ, რომ გაერთიანდნენ. რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ? რა სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს და ერთიანდებიან.


„ენჯეოსაც“ ეტყვის თავისი პატრონი და შეიმჩნევს, თუ არა ეტყვიან და ვერ შეიმჩნევს ვერც ჯუმბერ იზორიაზე თავდასხმას, ვერც პოლარიზაციას თვითონ რომ უზრუნველყოფენ და მერე რომ თვითონვე აღნიშნავენ. ადამიანი სიტყვით მოაკვლევინა მათმა პროპაგანდამ“, - აღნიშნა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031