17-09-2024
ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვალთ თქვენს ლამაზ ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ შევხვდებით ამ შესანიშნავ მატჩზე, - განაცხადა „მილანის“ ლეგენდამ, ვეტერანმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა გულშემატკივრებისთვის გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
„ძვირფასო გულშემატკივრებო! 21 სექტემბერს მილანის ლეგენდები თბილისში ჩამოვლენ, სადაც ისინი საინტერესო მატჩს გამართავენ საქართველოს ლეგენდებთან. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვალთ თქვენს ლამაზ ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ შევხვდებით ამ შესანიშნავ მატჩზე. გისურვებთ ჯანმრთელობას და მალე შევხვდებით!“ - აღნიშნა კლარენს ზეედორფმა.
21 სექტემბერს თბილისში მორიგი გამორჩეული საფეხბურთო მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების ლეგენდები - მილანის ლეგენდების წინააღმდეგ. ვარსკვლავების თამაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება. მატჩამდე 8 დღით ადრე ფეხბურთელებმა მიმართვები ჩაწერეს, სადაც აღნიშნავენ, რომ თბილისში ჩამოსვლას მოუთმენლად ელიან.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბერს დაიწყო. თამაში კი 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.