15-10-2018
გორში, ერთ-ერთი სკოლის პირველკლასელი ბიჭის დედა შვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ადანაშაულებს. მოსწავლის დედა ამბობს, რომ ბავშვზე სკოლაში ფიზიკურად იძალადეს. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
„გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ვიწერდი დავალებებს, შემოვიდა სასწავლო ნაწილი და ბავშვი შემომიყვანა მაჯაში ხელმოკიდებული, ლამის ხელი მოსტეხა ბავშვს. ამის შემდეგ, მაღალი ტონით და ირონიით მეუბნება, რომ ეს ბავშვი ვისია? მე გავეცი პასუხი და ვუთხარი, რომ მე ვიყავი მისი დედა და რაში იყო საქმე. თურმე ბავშვი ფანჯარაზე ასულა და იქიდან ჩამოუსვია. მე ავუხსენი, რომ ბავშვი არის ჰიპერაქტიური და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, მიპასუხა, რომ ბავშვისთვის მე თვითონ მიმეხედა, თუ არადა სოციალურ სამსახურს დაურეკავდა“, - ამბობს მშობელი.
გორის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, მოსწავლის მშობლის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს, ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მას ბავშვზე არ უძალადია და არც მშობლისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა.
მომხდარის შესახებ საქმის კურსშია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. დაწესებულებაში ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან და დამატებით კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.
16-11-2024
16-11-2024