გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება

17-09-2024

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი 2012 წლის შემდეგ; ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.


„ბევრ რამეს გადაწყვეტს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები იმართება დაახლოებით ექვს კვირაში. მე ვერ ვისაუბრებ პოლიტიკური პარტიების შანსებზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, სტაბილურობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტი ენდობა მმართველ პარტიას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც ისტორიული მაქსიმუმია 2012 წლის შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31