გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აფხაზეთში რუბლის დაკანონებას ითხოვენ

15-10-2018

დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა "სინანული გამთქვა იმის გამო, რომ სოხუმს ჯერაც არ გაუფორმებია მოსკოვთან შეთანხმება, რომლის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული რუბლი ოფიციალურად გამოცხადდება გადახდის საშუალებად". ამის შესახებ ადგურ არძინბამ რუსულ - აფხაზური ფორუმის მსვლელობისას განაცხადა. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთს არ შეუძლია გავიდეს რუსეთის ფინანსურ ბაზარზე, ეს იწვევს ლიკვიდობის დეფიციტს და ზღუდავს ეკონომიკის განვითარებას, წერს "რია ნოვოსტი".

არძინბამ აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის საბაზო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ "რუსეთის მხარს დაუჭერს აფხაზეთის ფინანსურ და საბანკო სისტემებს".

თავის მხრივ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებზე რუსეთის ფედერაციის მინისტრის მოადგილემ იგორ კოშინმა განაცხადა, რომ აფხაზეთის საბანკო სისტემაში არსებული ხარვეზები მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

"სიტუაცია რთულია, საჭიროა მისი გამოსწორება", - დასძინა მან.

რუსული რუბლი აფხაზეთში პრაქტიკულად ერთადერთი გადახდის საშუალებაა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკაში გამოუშვეს საკუთარი "ეროვნული ვალუტა" - აპსარი, მაგრამ 2008 წელს მიღებული "კანონის" თანახმად, მას მხოლოდ სიმბოლური და საინვესტიციო დანიშნულება აქვს და მომოქცევაში არ გამოიყენება.



radioatinati.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930