17-09-2024
ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, აშშ-ის მხრიდან დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, როგორ უნდა იმოქმედონ ბანკებმა საქართველოში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა.
„საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობა და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ", - განაცხადა პრემიერმა.