გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა

17-09-2024

ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე.


როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, როდესაც ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოსცდა მიზნობრივ დონეს, ხოლო მიმდინარე წელს 7 თვეში, მისი მაჩვენებელი, დაახლოებით, 1%-ზე დაბალია.


„მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის, საჭიროა სტაბილური ბიზნესგარემო, მაკროეკონომიკური მდგრადობა, ვალუტის სტაბილური კურსი, რაც ასევე, აისახება ინვესტიციების მოცულობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება ქვეყანაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები სახეზეა - ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებულია სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, ისტორიულ
მაქსიმუმამდე გაზრდილია დასაქმების მონაცემები. როგორც მან აღნიშნა, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930