გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ბრძანება აქვთ პატრონებიდან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონს მხარი არ დაუჭირონ, ამიტომაც ვერ მობრძანდნენ სხდომაზე, თავიანთ ამომრჩეველსაც კი ვერ გასცემდნენ პასუხს, ამ კანონს მხარს რომ არ უჭერდნენ

18-09-2024

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომაზე იმიტომ არ მივიდა, რომ მათ გარე ძალისგან პირდაპირი მითითება აქვთ, მხარი არ დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს.


მისივე თქმით, კონკრეტული უცხოელი აქტორების კრიტიკული განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ ისინი მიხვდნენ, სანამ ქართველი იდგება ტრადიციებსა და ღირებულებებზე, მანამდე ვერავინ მოერევა საქართველოს.


„მიზანი, საელჩო იქნება ეს, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ უცხოელი აქტორი, არის ერთი - საქართველოში დაარტყან იმ იდენტობას, რასაც ჰქვია ტრადიციები. რატომ? იმიტომ, რომ ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა იმ სიძლიერეზე, რასაც ჰქვია ტრადიციები, რწმენა, ოჯახური ღირებულებები. მიხვდნენ ამას: სანამ ქართველი იდგება ამ ტრადიციებზე და ღირებულებებზე, მანამდე ვერავინ მოერევა საქართველოს და ახლა ურტყამენ ამ ტრადიციებს ზუსტად. ამიტომ უნდათ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ამიტომ უნდათ, რომ აქ ოპოზიციაში წვეტიანი აზრების ვისაც აქვს, თავს მოახვიონ, რომ თურმე, კაცის კაცზე გათხოვება არაფერი პრობლემა არ არის. პირდაპირი ბრძანება აქვთ უცხოური ძალიდან და მათი პატრონებიდან, რომ ამ კანონს მხარი არ დაუჭირონ, ამიტომაც ვერ მობრძანდნენ პასუხსაც ვერ გასცემდნენ თავიანთ ამომრჩეველსაც კი, ამ კანონს მხარს რომ არ უჭერდნენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930