გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ხაშურის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

15-10-2018

ხაშურში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.


წლის დასაწყისში ძლიერმა ნალექმა და ადიდებულმა მცირე მდინარეებმა ათობით საცხოვრებელი სახლი დატბორა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივები მდინარეების კალაპოტის გაწმენდას და ზარალის ანაზღაურებას უკვე 9 თვეა ითხოვენ.


პარალელურად აქცია ჩატარდა ჩუმათელეთშიც. ადგილობრივმა მოსახლეობამ შიდა ტრანსპორტის გაძვირება გააპროტესტა და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა.


აქციის მონაწილეების თქმით, მათ გზებისა და სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს. ისინი რეაგირებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენინე დღეს აძლევენ. იმ შემთხვევაში თუ პრობლემები არ მიგვარდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728