15-10-2018
მიმდინარე წლის მაისი-ივნისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაშა ცუცქირიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველია.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ცუცქირიძემ 10 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.
ცუცქირიძე საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე ნათქვამი „კაა“-თი დაამახსოვრდა.
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობას“ მთლიანობაში 32 289 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 5-5 ათასი ლარი ბექა ბასილაიასგან, გიორგი პატარაიასგან და მაია მუმლაძისგან.
ამის გარდა, 5000 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება პარტია „ევროპულ საქართველოს“, 1000 ლარის კი „ლეიბორისტულ პარტიას“.
16-11-2024
16-11-2024