გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მარნეულში კაცს მატარებელი დაეჯახა

16-10-2018

მარნეულში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახ. შემთხვევა ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.


წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მაკაცი რკინიგზის ლიანდაგებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, მან ტერიტორია არ დატოვა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.


შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


მსგავსი შემთხვევა 25 სექტემბერს თბილისშიც მოხდა. ფეიქრების ქუჩაზე მატარებელი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728