გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა

20-09-2024

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ზღვისუბნის მე-3 მ.რ. მე-2 კვ. N32-33 კორპუსების მიმდებარე სკვერში.


დელეგატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო, დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


„აქტიურად ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას. ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოქალაქეებს. ძირითადად, ვსაუბრობთ იმ პრიორიტეტებზე, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი. ასევე, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მოსახლეობაში იგრძნობა ძალიან დიდი მუხტი და შემართება. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ღირსეულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.


მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031