გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკრონი: მოგვიწევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობებს გადავხედოთ

23-09-2024

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი.


„ჩვენ მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადახედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ“, - აღნიშნა მაკრონმა.


მისი თქმით, ევროპა იარსებებს ახალი ფორმით და ახალი რეალობით, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას.


„ეს, უდავოდ, დღევანდელი დღის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენი ამჟამინდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა. არასრული, რადგან ის მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იქნა ჩაფიქრებული და, შესაბამისად, არ მოიცავს პრობლემებს, რომლებიც შემდგომ გაჩნდა და გახდა დომინანტი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.


საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამ საკითხს გაეროს მომავალ შეხვედრაზე დაუბრუნდება.


„ჩვენ გვჭირდება წესრიგი, სადაც გარკვეული ქვეყნები ვერ შეძლებენ სხვების დაბლოკვას და სადაც ქვეყნები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილი და, შესაბამისად, ეს უნდა გაკეთდეს ბევრად უფრო სამართლიან ორგანოებში, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, - დასძინა მან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31