გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ ცნობილ მეცნიერს, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

23-09-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა.


პროფესორ ანდრეა ჯენაცანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო  დოქტორის წოდება უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ინტერნაციონალიზაციაში, ახალგაზრდა კადრების გადამზადებასა და ქართული რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის განვითარებაში  შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა.


პროფესორი ანდრეა ჯენაცანი არის კალიარის (იტალია) უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის სრული პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პიზას უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი; რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის,  ევროპის გინეკოლოგთა  საზოგადოების, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი; ვროცლავის, კონსტანტას, ბუქარესტის, ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი; არის არაერთი საერთაშორისო საზოგადოების წევრი და სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი,1000 -ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და სახელმძღვანელოს ავტორი.


პროფესორი ანდრეა ჯენაცანი არის ქართული რეპროდუქტოლოგიის და ზოგადად,  ქართული მედიცინის გულშემატკივარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031