გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Forbes-ისჟურნალისტი: საქართველო მშვენიერი ადგილია სტუმრებისთვის, აქ იზრდება მომსახურების დონე, ყალიბდება მაღალი ხარისხის სასტუმროები და რესტორნები

25-09-2024

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის,  Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს.


Forbes-ის ჟურნალისტის მელინდა ელაინ სნაიდერსის განცხადებით, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა ქვეყანას მსოფლიო ტურიზმის ეპიცენტრში აქცევს.


„ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს, ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან ნაკისრ ვალდებულებას და ამავდროულად ცვლის ქართული ტურიზმის სექტორის სავალ კურსს. იზრდება მომსახურების დონე და ყალიბდება მაღალი ხარისხის სასტუმროები და რესტორნები. ეს რეალობა თბილისსაქცევსსასურველ მიმართულებად ტურისტებისთვის.  საქართველო ამ ტიპის ღონისძიებებს არაერთხელ უმასპინძლებს, რადგან მშვენიერი ადგილია სტუმრობისთვის“,-ამბობს მელინდა ელაინ სნაიდერსი.


Forbes-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველო მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით გამოირჩევა.


„საქართველო აერთიანებს ინოვაციისა და დახვეწილობის კომბინაციას. აქ ჩამოსულიადამიანები არქიტექტურის, ისტორიისა და ასტროლოგიის შერწყმას იხილავენ. იმ ტურისტებს, რომლებსაც გეზი საქართველოსკენ აქვთ აღებული ვეტყოდი, რომ აქ დიდი სანახაობა ელით. მათარა მარტო ურბანული ტურიზმი დახვდებათ, აქ მრავლადაა ღვინო და კერძები, ასევე გამორჩეულიაკულტურა და არქიტექტურა.  საქართველოს ბუნება ნებისმიერ სტუმარს მოხიბლავს“,-განაცხადა  მელინდა ელაინ სნაიდერსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930