16-10-2018
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ზუგდიდში ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხდა, რომ „ქართულ ოცნებას“ 17 წევრი ტოვებს. მისი ინფორმაციით, ესენი არიან: საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ყოფილი თავმჯდომარე - ვადიმერ ჯიქია, „ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ ბერულავა, ანაკლიის ყოფილი გამგებელი - გენადი სორდია, სამეგრელოს რეგიონის მობილურ ოპერატიული ჯგუფების ყოფილი უფროსი- მერაბ შენგელაია, საოლქო კომისიაში წევრი მმართველი პარტიიდან- ლაზარე ავალიანი, განმუხურის უბნის კოორდინატორი „ოცნებიდან“- ლევან ხუბუა, ამავე სოფელში მმართველი პარტიის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი- ზვიად პერტაია, კოორდინატორი „ოცნებიდან“- ემირ დარსანია, კახათის საარჩევნო უბნის კოორდინატორი -შოთა თოდუა, ყულიშკარში მმართველი პარტიის კოორდინატორი უბანზე-გოგიტა ჯიქია, ახალსოფელში „ოცნების“ მხარდამჭერა-ზურაბ ჯოჯუა, - ოდიშში „ქართული ოცნების“ აგიტატორი - ბესიკ ჯიჭონაია, იგივე სოფელში „ოცნების“ აგიტატორი -თამაზ ბულია, უბნის აგიტატორი ურთაში - მარიკა ქირია, „ოცნების“ ზონის კოორდინატორი - ვალერ ჯალაღონია, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი - ქეთო ტაბაღუა, ყულიშკარის ოცნების კოორდინატირი - ზაალ როგავა.
უგულავას თქმით, ზემოაღნიშნული ადამიანები მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას, თუმცა მათ მიერ პარტიის დატოვება ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. უგულავა ამბობს, რომ ამ ადამიანებისთვის ყველაზე მძიმე ზურაბიშვილის მხარდაჭერა აღმოჩნდა, რაც, მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესების „წინააღმდეგ წასვლას“ ნიშნავს.
მმართველი პარტიის 17-ვე ყოფილი წევრი, რომელიც დღეს შეხვედრას ესწრებოდა, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.
16-11-2024
16-11-2024