გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კასპში ნაცმოძრაობა და ზურაბიშვილის მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

16-10-2018

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. კასპში შეხვედრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და შეხვედრაზე შეკრებილებს შორის მოხდა.


ნაცმოძრაობის წევრები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და კითხვის დასმას ითხოვდნენ. ვითარება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 


კიდევ ერთი ინციდენტი დარბაზში ზურაბიშვილის გამოსვლის დაწყებამდე მოხდა. უცნობმა ადამიანმა დარბაზში შეკრებილებს მიმართა და სალომე ზურაბიშვილსა და მის მხარდამჭერებს რუსეთის აგენტი უწოდა. ის დარბაზიდან გაიყვანეს.


ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა სალომე ზურაბიშვილსა და მოსახლეობას შორის გამართულ თითქმის ყველა შეხვედრაზე მოაწყეს აქციები. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. 


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031