გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას" უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

27-09-2024

„ნაცმოძრაობაში" საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მიეცეს.


„ნაცმოძრაობაში" საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩავატარე. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, ძალიან ფრთხილად და არავინ უნდა დაუშვას ასეთი პროვოკაციების მოწყობა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ჩვენ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930