გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგიზ თევზაძისა და ცესკოში „ლელოს“ წევრის - გიორგი სიორიძის მიერ

27-09-2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ ცესკოში არჩევნებისთვის რეგისტრირებული იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მიკერძოებულები არიან და პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიებთან.


მისი თქმით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“, რომელიც „ახალის“ გენერალურმა მდივანმა, თენგიზ თევზაძემ და ცესკოში „ლელოს“ წევრმა - გიორგი სიორიძემ დააფუძნეს.


„ცესკოში საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგიზ თევზაძისა და ცესკოში „ლელოს“ წევრის - გიორგი სიორიძის მიერ. ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრია მეგი კობახიძე, რომელიც არის ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ წევრის, ანა კობახიძის და და რომელსაც სტრატეგია აღმაშენებლის სასარგებლოდ 2998 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება. თენგიზ თევზაძეს უფიქსირდება პოლიტიკური პარტია „ახალის“ სასარგებლოდ 10 000 ლარის შეწირვა, ხოლო გიორგი სიორიძეს 3680 ლარი პარტია „ლელოსთვის“. უფრო მეტიც, ეს ორგანიზაცია - „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ წევრის, ანა კობახიძის იურიდიულ მისამართზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


მიქანაძემ ასევე ისაუბრა პლატფორმა „ხმის გუშაგის“ შესახებ, რომელსაც გაცხადებული აქვს არჩევნებზე ნეიტრალური დამკვირვებლის სტატუსი, თუმცა, მისი განცხადებით, ამ შემთხვევაშიც იკვეთება კრებსით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების ინტერესი.


„აღსანიშნავია, რომ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფისა“ და ორგანიზაცია „12 სართული ევროკავშირისთვის“ მიერ დაორგანიზებულია პლატფორმა „ხმის გუშაგი“, რომელსაც გაცხადებული აქვს არჩევნებზე ნეიტრალური დაკვირვების განხორციელება; თუმცა, როდესაც იკვეთება კრებსით ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირების ინტერესი, აქ ნეიტრალიტეტზე საუბარი უადგილოა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930