გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია ოპოზიციამ, რომელმაც ერეკლე მეფე შეგვიგინა, ღვინო წაგვიბილწა, ეკლესიებს შეურაცხყოფა მიაყენა, ხმა მიიღოს კახეთში

28-09-2024

ვფიქრობ, 26 ოქტომბერი კახელებისთვის ძალიან ნათელი არჩევანის დღეა. შეუძლებელია ოპოზიციამ, რომელმაც ერეკლე მეფე შეგვიგინა, ღვინო წაგვიბილწა, ეკლესიებს შეურაცხყოფა მიაყენა, ხმა მიიღოს კახეთში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებთან გამართული ღონისძიების შემდეგ განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეს და ოპოზიციას საკადრისი პასუხი უნდა გასცეს.


„დღეს განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა გვქონდა კახეთის მოსახლეობასთან. ტრადიციულად, ასეთი შეხვედრები, განსაკუთრებული, პირდაპირი, ემოციური, ისტორიასთან, ვაზთან, ღვინოსთან კავშირში მყოფი საუბრებია და ეს მთელი მუხტი იგრძნობოდა დღევანდელ შეხვედრაში, აქ, ერეკლე მეფის ძეგლთან გამართულ დიდი აქციაში.


ვფიქრობ, 26 ოქტომბერი კახელებისთვის ძალიან ნათელი არჩევანის დღეა. შეუძლებელია ოპოზიციამ, რომელმაც ერეკლე მეფე შეგვიგინა, ღვინო წაგვიბილწა, ეკლესიებს შეურაცხყოფა მიაყენა, ხმა მიიღოს კახეთში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ყველა გამოვიდეს და საკადრისი პასუხი გასცეს იმ ოპოზიციას, რომელიც არაფერს ქართულს, ეროვნულს, ისტორიულს არ დაგიდევს იმისთვის, რომ ვიღაცამ გარედან ტაში დაუკრას და შეაქოს. ამიტომ 26 ოქტომბერი იქნება საკადრისი პასუხი ოპოზიციისთვის კახეთიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930