გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში მეხუთედ გაიმართა „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი

30-09-2024

ქალაქ კასპში, კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მეხუთედ გაიმართა „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი, რომელიც კასპში 2018 წელს დაფუძნდა. ფესტივალის მიზანი ხალხური სიმღერების და საგალობლების პოპულარიზაციაა.


კასპის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები: ,,ბორნელა“, ,,ქართლი“, ,,გორი“, „სამზიანო“, ,,ფესვები“, ,,რიხი“, „კაბადონი“, ,,ბახტრიონი“, ,,მოურავი“, ,,ფერხისა“, ,,ლომისი“, „ქალილო“, ,,ამაღლება“, ,,ჩაკრულო“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, კასპის სალოტბარო სკოლა, ინდივიდუალური შემსრულებლები ანანო უზნაძე.


ფესტივალს ესწრებოდა და სტუმრებს მიესალმა კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფესტივალის ინიციატორებს, მონაწილეებს

და მხარდამჭერს. კომპოზიტორმა ფესტივალის ღირებულებასა და მონაწილე ანსამბლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს სცენაზე მდგომი ტრადიციის გამგრძელებელი ახალგაზრდა მომღერალი თაობაა.


მონაწილე ანსამბლებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930