გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის მთავრობის ჩუმი თანხმობით გერმანიის კანონმდებლობა? - „იმედი“

1-10-2024

„საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, ამჯერად შესაძლოა გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია“, - აღნიშნულის შესახებ „იმედი“ წერს.


როგორც ცნობილია, გერმანიაში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს ბერლინის სასტუმრო Aquino-ში, გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან საარჩევნო შეხვედრა გამართა.


„აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საარჩევნო აგიტაციის ჩატარება, გერმანიის მთავრობის ნებართვას საჭიროებს, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ აკრძალულია.


მეტიც, გერმანიაში 2017 წელს მიიღეს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, უცხოელ პოლიტიკოსებს მათ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება არჩევნებამდე 3 თვის განმავლობაში გერმანიაში ეკრძალებათ. ამის შესახებ იმავე წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა ქვეყნის საელჩოს აცნობა.


აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის დიასპორასთან ვიზიტს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი გერმანიის პარლამენტის წევრი, მიხაელ როთი დაესწრო, მან საკუთარ x- გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც გერმანიაში საქართველოს საელჩოს სამარცხვინო უწოდა, ხოლო კონსტიტუციის დამრღვევ ზურაბიშვილის გამოსვლას მხარი დაუჭირა.


ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობისგან მიცემული ნებართვა, ქვეყანაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა“, - წერს მედიასაშუალება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930