გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აქციის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა გადაკეტილია

17-10-2018

დილიდან ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სოფელ ბეჩოში გადაკეტილია. ბეჩოს მოსახლეობა შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას ითხოვს.


მათი თქმით, 6 წელია მხოლოდ დაპირებები ესმით. ადგილობრივი მცხოვრებლები ამ აქციის პოლიტიკურ სარჩულის არსებობას უარყოფენ და ამბობენ, რომ სოფელში გადაადგილება ჭირს.


აქციის გამო გაჩერებულია ავტობუსები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები. ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728