გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქართველი ხალხის ბედი და მომავალი მისთვის არაფერს ნიშნავს

3-10-2024

ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქართველი ხალხის ბედი და მომავალი მისთვის არაფერს ნიშნავს! ე.წ. პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრა დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება. ქართველი ხალხი? ქალბატონო პრეზიდენტო? რთულია იმის გაგება, რომ თქვენთვის მომეტებული ინტერესის და ზრუნვის საგანს არა საქართველო, არამედ დასავლეთი წარმოადგენს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.


ექსპერტი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს ერთხელ მაინც გაითავისოს მისი პასუხისმგებლობა, იაზროვნოს სახელმწიფოებრივად და იფიქროს ქართველი ხალხის ბედზე.


„ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქართველი ხალხის ბედი და მომავალი მისთვის არაფერს ნიშნავს! ე.წ. პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრა დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება. ქართველი ხალხი? ქალბატონო პრეზიდენტო? რთულია იმის გაგება, რომ თქვენთვის მომეტებული ინტერესის და ზრუნვის საგანს არა საქართველო, არამედ დასავლეთი წარმოადგენს. ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ? საქართველოს კრიზისზე რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში? ქართველი ხალხის ბედზე, განადგურებულ საქართველოზე? ქალბატონო პრეზიდენტო, ერთხელ მაინც გაითავისეთ თქვენი პასუხისმგებლობა და იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს შესაძლო განადგურების ფონზე დასავლეთის კრიზისზე როგორ საუბრობთ. კონსტიტუციით მთავარსარდალი ხართ, რომელიც საკუთარ ჯარს შეურაცხყოფს, როგორ ბედავთ თქმას რომ საქართველოს არ აქვს სამხედრო ძალა, ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც ავღანეთში, ერაყში, აფრიკაში და სხვა ქვეყნებში მშვიდობას იცავდნენ, მათ არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი სიძლიერე და პროფესიონალიზმი. ჯარისკაცების და ზოგადად საქართველოს მიმართ თქვენი დამოკიდებულება არასახელმწიფოებრივი და მტრულია!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930