გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ერიკ კროსზე: ადამიანი რომელიც კადრულობს და ევროპარლამენტში ცდილობს შეაცუროს „კრიტიკული“ განცხადება საქართველოს, კერძოდ კი მოსალოდნელი არჩევნებისა და ცესკოს შესახებ

4-10-2024

„იცნობდეთ ეს ერიკ კროსია, ადამიანი რომელიც კადრულობს და ევროპარლამენტში ცდილობს შეაცუროს „კრიტიკული“ განცხადება საქართველოს, კერძოდ კი მოსალოდნელი არჩევნებისა და ცესკოს შესახებ. საბედნიეროდ მის ამ ბინძურ ავანტიურას 612-დან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი, 588 კი უარი განაცხადა“,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ერიკ კროსზე, რომელიც ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა.


ექსპერტის თქმით, ერიკ კროსი არის ესტონეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომელსაც იმდენად დიდი მეგობრობა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან რომ, იგი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.


„იცნობდეთ ეს ერიკ კროსია, ადამიანი რომელიც კადრულობს და ევროპარლამენტში ცდილობს შეაცუროს "კრიტიკული" განცხადება საქართველოს, კერძოდ კი მოსალოდნელი არჩევნებისა და ცესკოს შესახებ. საბედნიეროდ მის ამ ბინძურ ავანტიურას 612-დან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი, 588 კი უარი განაცხადა. მოდით მოკლედ ავხსნათ ვინ არის ერიკ კროსი-იგი გახლავთ ესტონეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომელსაც იმდენად დიდი მეგობრობა აკავშირებს სააკაშვილთან (ახლა ვინ ვისი აგენტია, კროსი სააკაშვილის თუ სააკაშვილი კროსის დიდი მნიშვნელობა არა აქვს), რომ ბრწყინვალების ორდენითაც დაუჯილდოებიათ. ჯილდო და კიდევ ვინ იცის სხვა რამეებიც კი იმდენად მძიმე აღმოჩნდა მისთვის, ცხადია გარკვეულ ვალდებულებას გრძნობს ნაციონალების ლიდერთან, შესაბამისად საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებასაც კი არ ერიდება,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930