გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული!

4-10-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მორიგ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.


მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი ფეისბუკ-გვერდის მართვის ფუნქცია „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული.


„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!,“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930