გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სოხუმში წითელი ცხვირგრძელას მიერ განადგურებული ათამდე პალმა მოჭრეს

17-10-2018

სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოლოგიის და გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელეს. ჟურნალისტების კითხვები, ძირითადად, ბოლო წლებში გავრცელებული მევნებელი მწერების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს ეხებოდა, წერს ინტერნეტ-გამოცემა „აიაირა“.

ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა საველი ჭითანავამ განაცხადა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებისასა, პესტიციდები სიფრთხილით გამოიყენეს, ფლორისა და ფაუნისთვის შესაძლო ზიანის თავიდან ასაცილებლად და მავნებლის გადანდგურების მექანიკურ მეთოდსაც მიმართეს. აფხაზი სპეციალისტების შეფასებით, ამან კარგი შედეგი გამოიღო და ფაროსანას რაოდენობა 50 მილიონით შემცირდა.

«ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება, განსაკუთრებით ოჩამჩირის, გუდაუთის და ტყვარჩელის რაიონებში... თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსავალი მაინც არ გვაქვს... ფაროსანაზე უფრო სერიოზულ საშიშროებას, სოკოვანი დაავადებები წარმოადგენენ. მათ წინააღმდეგ, სამწუხაროდ, არანაირი ზომები არ გატარებულა“ - აღნიშნა ჭითანავამ.
შეხვედრაზე კიდევ ერთ მავნებელზე, პალმის ცხვირგძელაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც კრასნოდარის მხარიდან გავრცელდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. საველი ჭითანავას ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება - ხეების მოჭრა, შემდეგ კი მათი დაწვაა.

«სამწუხაროდ სოხუმში ბოლოს ერთი თვის განამვალობაში შვიდი დაზიანებული პალმა დაფიქსრიდა. გუშინ, კიდევ სამი გამოავლინეს. დაავადების აღმოჩენის შემდეგ. მავნებელთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდი, ხის მოჭრა, დაწვა და მიწაში დაფლვაა. უტილიზაციის მხოლოდ ასეთი ფორმას ეფექტური“, - ამბობს ეკოლოგი.
მან აღნიშნა, რომ პალმის ცხვირგძელაზე მონიტორინგის მიზნით რესპუბლიკაში საგანგებო შტაბი შეიქმნა.

პრესკონფერენციაზე საუბარი ბზის ალურასაც შეეხო, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბზის დიდი ნაწილი გაანადგურა. კოლხური ბზა, ამჟამად, მხოლოდ 60-70 ჰექტარზეა შემორჩენილი. საველი ჭითანავამ განაცხადა, ბზის ალურის გასანადგურებლად ტარდება რეგულარული ღონისძიებები ბზიფის ხეობაში, შარშან შვიდჯერ შეიწამლა ნარგავები, წელს - ოთხჯერ. სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი შეძლებენ ბზის რეაბილიტაციას და შენარჩუნებას.



radioatinati.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930