გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაროლაინ ბოსის ლექცია - შეკეთება

7-10-2024

8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, UNStudio-ს თანადამფუძნებლის კაროლაინ ბოსის ლექციას მასპინძლობს.


დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. დასწრება თავისუფალია.


შეცდომების გასწორება... შეკეთება... გამოსწორება... გაუმჯობესება... არქიტექტურა, რომელიც მუდმივად ევოლუციას განიცდის, ყოველთვის გვიბიძგებს გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვქმნით. ამის გაკეთება შესაძლებელია უამრავი განსხვავებული მეთოდით, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოგონებითა და დახვეწით. გარდა ამ თემაზე პრაგმატული ფიქრისა, UNStudio ასევე ახდენს რეფლექსიას საკუთარ დისციპლინაზე და იმაზე თუ რა სიკეთე, შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.


კერლოლაინ ბოსი UNStudio-ს თანადამფუძნებელი / ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტი მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორი და იელის არქიტექტურის სკოლის ნორმან ფოსტერის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორია.


კეროლაინ ბოსი ლონდონის უნივერსიტეტის ბირკბეკის კოლეჯში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით სწავლობდა, ხოლო უტრეხტის უნივერსიტეტის გეომეცნიერებების ფაკულტეტზე ურბანული და რეგიონული დაგეგმარება შეისწავლა. 1988 წელს მან არქიტექტორ ბენ ვან ბერკელთან ერთად დააარსა Van Berkel & Bos Architectuurbureau, სადაც მან თეორიული და კვლევითი საქმიანობა არქიტექტურული პრაქტიკით განავრცო. მისი დასრულებული პროექტები მოიცავს როტერდამში ერაზმუსის ხიდს, ნაიმეგენში მუზეუმ Het Valkhof-ს და Moebius-ის სახლს.


1998 წელს კეროლაინ ბოსი UNStudio (United Net)-ის თანადამფუძნებელი გახდა. UNStudio სპეციალისტთა ქსელია არქიტექტურის, ურბანული დეველოპმენტისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. დასრულებული ურბანული დეველოპმენტის პროექტებს შორისაა არნემის სადგურის ზონის რესტრუქტურიზაცია და რაფლ სითის მრავალფუნქციური კომპლექსი ჰენჯოუში. მიმდინარე პროექტები მოიცავს სამხრეთ სანაპიროს Beulah-ის მრავალფუნქციურ დეველოპმენტს მელბურნში და დასასვენებელი კუნძულის გენერალურ გეგმას სამხრეთ კორეაში.


კეროლაინ ბოსი გახლდათ მოწვეული ლექტორი პრინსტონის უნივერსიტეტში, ბერლაგეს ინსტიტუტი როტერდამში, ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში და არნემის არქიტექტურის აკადემიაში. 2012 წელს მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორის ტიტული მიენიჭა. 2021-2022 აკადემიური წლის მანძილზე იგი იყო ნორმან ფოსტერის სახელობის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორი იელის არქიტექტურის სკოლაში. მისი სწავლების ძირითადი მიმართულება არქიტექტურული ნამუშევრების ინკლუზიური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და ფიზიკურ ორგანიზებასა და მშენებლობის ინჟინერიას. 2020-2022 წლებში კეროლაინ ბოსი შეუერთდა AM-ს, როგორც AM Concepts-ის დირექტორი და ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელი.
                         

                                                                  Caroline Bos – lecture – Repair


As part of the Tbilisi Architecture Biennial, the TBC Concept multifunctional space (Marjanishvili 7) will host a lecture by Caroline Bos, co-founder of UNStudio, on October 8, 2024, at 7 p.m.


To correct mistakes… to fix… to mend…to make good… architecture, which is forever in the process of entropy, will always require us to make things better. We can do this in so many different ways, inventing and refining tools and techniques. Besides thinking of this topic pragmatically, UNStudio also reflects on our own discipline and on the good we can do to our living world.


Caroline Bos

BA, MSc, Int (F)RIBA
Co-Founder / Principal Urban Planner UNStudio
Honorary Professor at the University of Melbourne's Faculty of Architecture, Building and Planning
Norman R. Foster Visiting Professor of Architectural Design, Yale School of Architecture

Caroline Bos studied History of Art at Birkbeck College of the University of London and Urban and Regional Planning at the Faculty of Geosciences, University of Utrecht. In 1988 she co- founded Van Berkel & Bos Architectuurbureau with the architect Ben van Berkel, extending her theoretical and writing projects to the practice of architecture. Realized projects include the Erasmus Bridge in Rotterdam, museum Het Valkhof in Nijmegen and the Moebius house.


In 1998 Caroline Bos co-founded UNStudio (United Net). UNStudio presents itself as a network of specialists in architecture, urban development and infrastructure. Completed urban development projects include the restructuring of the station area of Arnhem and the mixed-use Raffles City in Hangzhou, while current projects include the Southbank by Beulah mixed-use development in Melbourne and the masterplan for a leisure island in South Korea.


Caroline Bos has taught as a guest lecturer at Princeton University, the Berlage Institute in Rotterdam, The Academy of Fine Arts in Vienna and the Academy of Architecture in Arnhem. In 2012 she was awarded an Honorary Professorship at the University of Melbourne's Faculty of Architecture, Building and Planning. For the academic year 2021-2022 she was Norman R. Foster Visiting Professor of Architectural Design at Yale School of Architecture. Central to her teaching is the inclusive approach of architectural works integrating virtual and material organization and engineering constructions. From 2020-2022 Caroline joined AM as Director AM Concepts and Supervisor Urban Planning AM.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930