გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა

7-10-2024

„ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები,” - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.


როგორც სუბარმა აღნიშნა, გლობალური ცვლილებებით გამოწვეულ დაძაბულობაში, საქართველო ცდილობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და გარე ძალების ზეწოლისაგან თავის დაცვას.


„ძველი მსოფლიოს წესრიგი უკვე ვეღარ მოქმედებს და ეს პოლარული სამყარო, რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე გადადის მრავალპოლარულ სამყაროში. ამ შემთხვევაში, საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა.


ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები და რაც შეიძლება დიდი ლუკმა მიიტაცონ. ასე რომ, ამ მხრივ, საქართველო მარტო არ არის.


ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იმდენად დიდია ზეწოლა ჩვენზე, იმისთვის, რომ გადაგვაქციონ კოლონიად და გამოგვიყენონ იარაღად რუსეთის წინააღმდეგ და იმდენად დიდია და წარმატებულია ჩვენი წინააღმდეგობა ამ ზეწოლის მიმართ, რომ საქართველო აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930