გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

7-10-2024

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი თერმული ნისლით ტერიტორიებს ამჯერად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში ამუშავებს.


სურსათის ეროვული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით წამლობა ტარდება სოფლის ტერიტორიასა და გარე პერიმეტრებზე. დამუშავებულია 600 ჰა ფართობი.


ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები უსაფრთხოების წესების გათვალისწინებითა და მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენების პარალელურად ტარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების მეთოდით.


„აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მავნებელთან ბრძოლა მექანიკური მეთოდების გამოყენებით განახორციელოთ“ –აცახდებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930