გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა

7-10-2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „გარკვეულწილად, კონსტიტუციური დარღვევის რეციდივისტად იქცა“.


პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის ინდულგენცია აქვს მიღებული.


მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება „გარიგების“ ნაწილი იყო, რის საფუძველზეც ზურაბიშვილმა „დაუსჯელობის გარანტია მიიღო“ ოპოზიციისგან.


„ერთადერთი მიზეზი, რატომაც იმპიჩმენტი არ შედგა არის ის, რომ „ნაცმოძრაობამ“ და მთლიანად, რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა კონსტიტუციის დარღვევას და ვნახეთ რისთვისაც - ვნახეთ, რომ შემდეგ, ქალბატონმა სალომემ შეიწყალა ნიკა გვარამია.


ეს იყო გარიგების ნაწილი და ვხედავთ, ახლა როგორ იქცევა ის ამ პროცესში. ეს არის იმ გარიგების ნაწილი, რომლის საფუძვლადაც მას მიეცა დაუსჯელობის გარანტია რადიკალური ოპოზიციისგან. მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და პარლამენტამდე როცა მოვა, ვინაიდან დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს 100 მანდატი, მას ექნება აბსოლუტური ინდულგენცია კონსტიტუციური დარღვევებისთვის.


ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, რასაც სჩადის ქალბატონი სალომე, ის, გარკვეულწილად, რეციდივისტად იქცა კონსტიტუციის დარღვევის - ერთი - ეს გახლავთ ვიზიტები, რომელსაც ის არ იშლის, როგორც ნახეთ, მეორე - ის კვლავ არ ნიშნავს ელჩებს, რომელიც ასევე არის კონსტიტუციის დარღვევა და მესამე - ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ მის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე დარღვევაა.


პრინციპში, მეოთხე დარღვევაა, როდესაც საუბრობს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატიც მან უნდა დაასახელოს. 52-ე მუხლი ხომ დაარღვია ვიზიტებთან დაკავშირებით და 56-ე მუხლსაც არღვევს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას და არა პრეზიდენტს“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930