გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება

7-10-2024

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, პირველი - მშვიდობა და მეორე - სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.


ირაკლი კობახიძემ პროგრამის შემუშავებასა და დოკუმენტის დამტკიცებაში მონაწილეობისთვის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს და პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.


„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ისტორიული მაქსიმუმი რეიტინგის თვალსაზრისით და ამას განაპირობებს ძირითადად ორი ფაქტორი: პირველი არის ის, რომ, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და მეორე მთავარი ფაქტორი, რაც “ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს განაპირობებს, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ახლაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ეკონომიკაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930