გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული

7-10-2024

„ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 5 მლრდ აშშ დოლარი, რაც გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.


მისივე თქმით, არსებული პროგნოზით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული.


„არსებულ ტენდენციებს შევინარჩუნებთ, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გაიზრდება ინვესტიციებიც ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი პროგნოზია ის, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული. უშუალოდ ამისთვის ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, უახლოესი კვირების განმავლობაში არის დაგეგმილი კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმება, რომლითაც მრავალმილიარდიანი ინვესტიციები შეიძლება იქნეს მოზიდული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031