გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის, მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის დღის წესრიგი საზოგადოებაში მცდარი აღქმების შექმნაა

8-10-2024

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის მთავარი დღის წესრიგი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა, რისთვისაც ისინი ყველა ფორმის მანიპულაციას ეწევიან. დღევანდელი შუალედური ანგარიშიც ამის დადასტურებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში, რაც მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის.


„გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის. ამის საპასუხოდ, მმართველი გუნდი აგრძელებს მშვიდობიან წინასაარჩევნო კამპანიას და მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.


აქვე გაცნობებთ, რომ უფრო მოცულობითი, დეტალური ანგარიში 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ტრადიციულად ატვირთულია „ქართული ოცნების“ Facebook გვერდზე. რა თქმა უნდა, ეს ანგარიში, მისი ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები, დაეგზავნება დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით და მათ ეს ინფორმაცია დეტალურად მიეწოდებათ“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930