გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება

8-10-2024

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს აფასებს მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ვირჯინია მესინა.


“ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიას, რათა განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებში.


საქართველოში ტურიზმის სექტორი სამუშაო ადგილების 30%-ზე მეტს ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი პატივია ამ ქვეყანაში პირველად ჩამოსვლა. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამდენი ისტორიული სანახაობებით, ასეთი მრავალფეროვანი კულტურით და რელიგიით. ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან გამორჩეულ შემოთავაზებას, რაც თქვენ გაქვთ. საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება.


ჩვენ კი, განვაგრძობთ საქართველოს მსოფლიოს შუაგულში დაყენებას”,-განაცხადა ვირჯინია მესინამ.


მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031