გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაზე: მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული

9-10-2024

აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ეს განცხადება, თან წინასაარჩევნო პერიოდში, არის პოლიტიკური შოკი ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან მათ გეგმას, ქუჩაში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ აღიარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური საფუძველი დაეკარგა,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.


მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის გამარჯვება, რადგან მიზანი მიღწეულია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაითავისა, რომ ეროვნული ღირსების მქონე ქართველი ხალხი თავად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მათ ნებას წინ ვერავინ აღუდგება.


„აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შესაძლოა ეს განმეორდეს 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, ვინაიდან, ვინ გაიმარჯვებს, წყვეტს ქართველი ხალხი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული. აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ეს განცხადება, თან წინასაარჩევნო პერიოდში, არის პოლიტიკური შოკი ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან მათ გეგმას, ქუჩაში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ აღიარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური საფუძველი დაეკარგა. ეს განცხადება არის გამარჯვება, რადგან მიზანი მიღწეულია, დიდმა მეგობარმა გაითავისა, რომ ეროვნული ღირსების მქონე ქართველი ხალხი თავად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მათ ნებას წინ ვერავინ აღუდგება,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930