გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი: ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია

9-10-2024

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს ღონისძიების სპიკერი, ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი ბარბარა რვოძი.


„მსოფლიო ტურიზმის დღე ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. საქართველო ძალიან მშვიდობიანი ქვეყანაა და წლის თემატიკაც ტურიზმი და მშვიდობაა. ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია. ყველაფერი, რასაც საქართველოში ვნახულობ, ჩემს სახლს მახსენებს. ჩვენი ურთიერთობა იზრდება, ჩვენი საერთო ინტერესის მეშვეობით გასტრონომიასა და ტურიზმში. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია. თუ დავაკვირდებით ციფრებს, მოგზაურთა რაოდენობა თითქმის 8-10 მილიონს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია და ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან კარგად მუშაობს ამ ქვეყანაში“,-აცხადებს ბარბარა რვოძი.


გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.


მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30