გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე წულაძე და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ

9-10-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებთან შეხვედრაზე ალექსანდრე წულაძემ პედაგოგების მხარდამჭერ ინიციატივებსა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.


ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე.


ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულ ინოვაციური ცენტრის ინფრასტრუქტურასაც გაეცნო. ინოვაციური ცენტრის თანამედროვე არქიტექტურის ერთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს ოთახები პანორამული ხედებით, დახურული და ღია სამუშაო სივრცეები, სასწავლო-საკონფერენციო დარბაზი, კომპიუტერული ოთახები და ლაბორატორია.


ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ისტორიული შენობა 2020 წელს სრულად რეაბილიტირდა.


პირველ საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე 682 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 49 მასწავლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930