გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Moody's-ის უფროსი ანალიტიკოსი: ჩვენი სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება

10-10-2024

ჩვენი საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება, - ამის შესახებ საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody's-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ალექსის ფილიპიდესმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, სტაბილურმა საოპერაციო გარემომ ხელი შეუწყო საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის მომგებიანობას.


„ბოლო წლებში, საქართველოს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხისა და მომგებიანობის მხრივ საკმაოდ პოზიტიური მოვლენების მომსწრე გავხდით, რასაც ხელი შეუწყო საკმაოდ კეთილსაიმედო საოპერაციო გარემომ. რასაკვირველია, არსებობს გარკვეული რისკებიც, მათ შორის გეოპოლიტიკური რისკები, თუმცა თუ ეს რისკები არ დადგა, ქართული ბანკები შეინარჩუნებენ მედეგობას, რითაც წინა წლებშიც გამოირჩეოდნენ", - აღნიშნა ალექსის ფილიპიდესმა.


მისივე თქმით, საქართველოს საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი დადებითი ასპექტია, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკი ძალიან პროაქტიული და ჩართული რეგულატორია.


„სებ-მა მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სექტორში ლარიზაციის გაუმჯობესებისა და რისკების მიტიგაციის მიზნით", - აღნიშნა ალექსის ფილიპიდესმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930