გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აფხაზეთში ახალგაზრდების ნაწილი დეფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

17-10-2018

აფხაზი ახალგაზრდების ნაწილი დეფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მათ სოხუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადეს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

 

ფორუმის მონაწილეებმა დეფაქტო პრეზიდენტის პოლიტიკა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინოგენული და ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. მათ თქმით, გაზრდილია ნარკოტიკების მომხმარებელთა და თვითმკვლელობათა რაოდენობა.

 

ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილია კორუფციის დონე. მათ მიაჩნიათ, რომ ხაჯიმბა აფხაზეთში მდგომარეობას ვერ აკონტროლებს, რის გამოც მასობრივი საპროტესტო აქციები შეიძლება დაიწყოს.

 

აფხაზეთი დეფაქტო პრეზიდენტის გადადგომა ოპოზიციამ აგვისტოსა და ივნისშიც მოითხოვა. მაშინ ოპოზიციამ თქვა, რომ აფხაზეთი დეფაქტო სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930