გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: წინა ხელისუფლებამ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ბათუმი სტადიონის გარეშე დატოვა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახალი, ულამაზესი სტადიონი არ ააშენა

11-10-2024

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ბათუმის ახალი სტადიონია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.


მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ ბათუმი სტადიონის გარეშე დატოვა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქში ახალი სტადიონი არ ააშენა, პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების შემოღებას, რომლის შედეგად გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა.


„შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ეს ქალაქი სტადიონის გარეშე დატოვა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბათუმისთვის ახალი, ულამაზესი სტადიონი არ ააშენა; ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა, 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის - 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის. 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, საცხოვრისს დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს. ეს არის ჩვენი მიღწევებისა და 4-წლიანი გეგმების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930